Anda di halaman 1dari 5

ბოლო დამუშავება: 26 თებერვალი, 2016

მუხლი 469. სარჩელი ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის წინააღმდეგ

სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ


ართმევს უფლებას შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.

I. ნორმის არსი და მიზანი .............................................................................................................................................. 1


II. სარჩელის შეტანა ..................................................................................................................................................... 1
1. ერთ-ერთი მოვალის მიმართ........................................................................................................................................ 1
2. რამდენიმე მოვალის მიმართ ....................................................................................................................................... 3
III. სოლიდარულ მოვალის ჩართვა საქმეში მესამე პირად .................................................................................... 3
IV. განსჯადობა .............................................................................................................................................................. 4
V. სოლიდარულ მოვალეთა სარჩელი ........................................................................................................................... 4
VI. სასამართლო გადაწყვეტილება ............................................................................................................................. 5

I. ნორმის არსი და მიზანი


სოლიდარული ვალდებულების დახასიათებისას არაერთხელ აღინიშნა, რომ იგი 1
რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი
ურთიერთობისაგან შედეგება (ვალდებულებათა სიმრავლის თეორია).
აღნიშნული დამოუკიდებლობა კრედიტორსა და ცალკეულ სოლიდარულ
მოვალეს შორის არა მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივ, არამედ
პროცესუალურ-სამართლებრივი ურთიერთობებშიც ვლინდება. სწორედ ამ
მოსაზრებას განამტკიცებს 469-ე მუხლი. იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ
ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ სარჩელის შეტანა არ ართმევს
კრედიტორს უფლებას შეიტანოს სარჩელი ასევე სხვა სოლიდარულ მოვალეთა
მიმართაც.

II. სარჩელის შეტანა


1. ერთ-ერთი მოვალის მიმართ
კრედიტორს თავისუფლად შეუძლია პირადად ანდა წარმომადგენლის მეშვეობით 2
(178 IV) წარადგინოს სარჩელი ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ და მას
მთლიანად ანდა ნაწილობრივ მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება. ერთ-
ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ სარჩელის წარდგენა არ ნიშნავს რომ სხვა
სოლიდარული მოვალები თავისუფლდებიან ვალდებულების შესრულების
ტვირთისაგან. ვალდებულების შესრულების ტვირთისაგან მათ მხოლოდ ერთ-
ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება
ათავისუფლებს (467). შესაბამისად, კრედიტორი არ არის სხვა სარჩელის
წარდგენაში შეზღუდული. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ სარჩელის
შეტანა, სხვა სოლიდარულ მოვალეებს კრედიტორისაგან თავდაცვის არც რაიმე
პროცესუალურ უფლებას ანიჭებს.1

1 Looschelders, in Staudinger, BGB Neubearbeitung 2012, Buch II, § 421, Rn. 134.
1
ირაკლი რობაქიძე
ბოლო დამუშავება: 26 თებერვალი, 2016

3 კრედიტორი ასევე არ არის შეზღუდული სარჩელის შეტანის რაოდენობაში. მას


შეუძლია ერთდროულად რამდენიმე სოლიდარული მოვალის მიმართ რამდენიმე
სარჩელი წარადგინოს და რამდენიმე პარალელურად მიმდინარე პროცესში
ეცადოს დაკმაყოფილების მიღებას.2 სარჩელის წარდგენა რამდენიმე
სასამართლოში რადმენიმე სოლდიარული მოვალის მიმართ არ გვევლინება ამ
სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლად (275). სასამართლოს შეუძლია
თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით ერთ წარმოებად
გააერთიანოს რამდენიმე სოლიდარული მოვალის მიმართ შეტანილი სარჩელები
(182 IV). აღნიშნულის შესახებ, სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

4 ერთ-ერთ სოლიდარული მოვალის მიმართ შეტანილი სარჩელის მიღებაზე


უარის თქმა (186) არ ართმევს მას უფლებას, სარჩელი შეიტანოს ასევე სხვა
სოლიდარულ მოვალეთა მიმართ და დაკმაყოფილება მოითოვოს.3 იგივე ითქმის
იმ შემთხვევის თაობაზედაც, როდესაც კრედიტორმა წააგო ერთ-ერთი
სოლდიარული მოვალის მიმართ პარალელურად მიმდინარე პროცესი. 4 ვერც ერთ-
ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის
გასვლა მოახდენს გავლენას იმ სოლიდარული მოვალის მიმართ სარჩელის
შეტანის უფლებაზე, რომლის მიმართაც სასარჩელო ხადაზმულობის ვადა არ
გასულა (476).

5 თუ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ წარდგენილი სარჩელი არ იქნა


მიღებული წარმოებაში, ანდა კრედიტორმა წააგო პარალელურად მიმდინარე
პროცესი, მაშინ სხვა სოლიდარულ მოვალეს აღნიშნული გადაწყვეტილება არ
აძლევს უფლებას, 473-ე მუხლიდან გამომდინარე უარი განაცხადოს იმ
სოლიდარული მოვალის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე, რომელსაც
კრედიტორმა მოუგო პროცესი და მთლიანად დააკისრა ვალდებულების
შესრულება.5

6 ის სოლიდიარული მოვალე, რომლის წინაშეც კრედიტორმა შეიტანა სარჩელი და


შესრულება მოსთხოვა, დამოუკიდებლად აგებს პასუხს ამ პროცესიდან
გამომდინარე სასამართლო ხარჯებისათვის.6 მას არ შეუძლია 473-ე მუხლიდან
გამომდინარე იმ სოლიდარულ მოვალეებს მოსთხოვოს პროცესის ხარჯების
ანაზღაურება, რომლებიც არ წარმოადგენდნენ პროცესის მხარეებს.7

2 Selb, Mehrheiten von Gläubigern und Schuldnern, 1984, S. 27.


3 Reinicke/Tiedtke, Gesamtschuld und Schuldsicherung, 2. Aufl., S. 44
4 Müller, in Prütting/Wegen/Weinreich, BGB Kommentar, 5. Aufl., § 421, Rn. 12.

5 იქვე.
6 Gebauer, in Sorgel BGB Kommentar, Schuldrecht 3/3, 13. Aufl., 2010, § 421, Rn. 48.
7 Böttcher, in Ermann BGB Komm, 13. Aufl., § 421, Rn. 31.
2
ირაკლი რობაქიძე
ბოლო დამუშავება: 26 თებერვალი, 2016

2. რამდენიმე მოვალის მიმართ


კრედიტორი უფლებამოსილია სარჩელი წარადგინოს რამდენიმე სოლიდარული 7
მოვალის მიმართ და დაკმაყოფიელბა მოითხოვოს. ამ შემთხვევაში სახეზე
არასავალდებულო (ფაკულტატური) საპროცესო თანამონაწილეობა გვექნება (86 I
გ).8 ასეთი არავალდებულო საპროცესო თანამონაწილეობის დროს თითოეული
მოსარჩელე ანდა მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში დამოუკიდებლად
გამოდის (86 II). შესაბამისად, იმდენი სარჩელია, რამდენი თანამონაწილეც არის.9
არასავადებულო თანამონაწილოება არ განაპირობებს საპროცესო
თანამონაწილეთა ერთ მოსარჩელედ ანდა მოპასუხედ ქცევას. საპროცესო
თანამონაწილოების დროს თითოეული სარჩელის დასაშვებობა და
დასაბუთებულობა ცალ-ცალკე მოწმდება. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის
10

მიმართ წარდგენილი სარჩელი შეიძლება დაუშვებელი, მეორე უსაფუძვლო,


ხოლო მესამე დასაშვები იყოს.11 ერთ-ერთი თანამონაწილის მიერ სარჩელის ცნობა
არ ნიშნავს სხვა თანამონაწილეთა მიერ სარჩელის ცნობას.12 სასამართლო
დააკმაყოფილებს სარჩელს იმ მოპასუხის მიმართ, რომელმაც ცნო სარჩელი და
სხვების მიმართ გააგრძლებს საქმის განხილვას.13

თანამონაწილეები სარგბელობენ ყველა იმ უფლებით, რომელიც პროცესის მხარეს 8


გააჩნია (87 I). მათ შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს
მიანდონ (87 II). აღნიშნული მინდობა აუცილებლად უნდა გაფორმდეს კანონით
დადგენილი წესით (87 III). იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცესზე არ
გამოცხადდა არცერთი თანამონაწილე, სასამართლო უფლებამოსილია
გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ყველა გამოუცხადებელ მხარეთა
საწინააღმდეგოდ.14 მაგრამ თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადაა ერთი ან
რამდენიმე თანამონაწილე, მაშინ სასამართლოს შუძლია მიიღოს გამოცხადებულ
მხარეთა მიმართ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, ხოლო გამოუცხადებელ
თანამონაწილეთა მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 15 ასეთ შემთხვევაში,
ერთ-ერთ თანამონაწილის გამოცხადება არ ნიშნავს ყველა თანამონაწილის
გამოცხადებას.

III. სოლიდარულ მოვალის ჩართვა საქმეში მესამე პირად


სოლიდარულ მოვალეს, რომლის წინააღმდეგად კრედიტორმა წარადგინა 9
სარჩელი, შეუძლია სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე წერილობით
ანდა ზეპირად მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვოს ერთ-

8 ლილუაშვილი/ხრუსტალი, საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა,


2007, გვ. 164.
9 Wieser, Prozeßrechts Kommentar zum BGB, 1999, § 421, Rn. 7.

10 იქვე.

11 იქვე.

12 ლილუაშვილი/ხრუსტალი, საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა

2007, გვ. 166.


13 იქვე.

14 იქვე.

15 იქვე.

3
ირაკლი რობაქიძე
ბოლო დამუშავება: 26 თებერვალი, 2016

ერთი ან ყველა სოლიდარულ მოვალეთა ჩართვა პროცესში დამოუკიდებელი


სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირებად (90 I). აღნიშნული განცხადება,
მიუხედავად იმისა, იგი წერილობითია თუ ზეპირად წარდგენილი, უნდა იყოს
მოტივირებული ანუ უნდა შეიცავდეს საფუძველს თუ რის გამო ითხოვს პირი
მესამე პირად ჩართვას.16 სასამართლოს მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო
მოთხოვნის გარეშე პროცესში ჩართვის ანდა ასეთ ჩართვაზე უარის თქმის შესახებ
გამოაქვს მოტივირებული განჩინება (90 I).

IV. განსჯადობა
10 თითოეული სოლიდარული მოვალის მიმართ შეტანილი სარჩელის განსჯადობა
ცალ-ცალკე დგინდება. შესაბამისად შესაძლებელია, რომ ცალკეულ სოლიდარულ
მოვალესთან არსებულ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან
გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალის მიმართ შეტანილი სარჩელი
ერთი და იგივე, ანდა სხვადასხვა სასამართლოს განსჯადი იყოს. შესაძლებელია,
ასევე ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ არსებული დავა არბიტრაჟის,
ხოლი სხვა სოლიდარულ მოვალეთა მიმართ არსებული დავა კი სასამართლოს
განსჯადი იყოს. აღნიშნული განსხვავებული განსჯადობა სირთულეებს არ
წარმოშობს იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორს თითოეულ სოლიდარული
მოვალის მიმართ ცალ-ცალკე შეაქვს სარჩელი და ცალ-ცალკე პროცესებში დავობს.
თუ კრედიტორს სარჩელი შეაქვს რამდენიმე სოლიდარული მოვალის მიმართ
(საპროცესო თანამონაწილეების მიმართ), მაშინ სოლიდარული მოვალეებს
შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრონ განსჯადი სასამართლო (21 I).
აღნიშნული შეთანხმება აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა იქნეს
გაფორმებული (21 I). თუ არ არსებობს ერთიანი განსჯადობა, მაშინ
სასამართლოში სარჩელი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი
სოლიდარული მოვალის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (16 I).

V. სოლიდარულ მოვალეთა სარჩელი


11 თითოეული სოლიდარული მოვალე უფლებამოსილია, სარჩელი შეიტანოს
სასამართლოში და მოითხოვოს აღიარება იმისა, რომ მასა და კრედიტორს შორის
ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობს (180). ერთ-ერთი
სოლიდარული მოვალის მიერ სარჩელის შეტანა არ ართმევს სხვა სოლიდარულ
მოვალეს უფლებას, ასევე შეიტანოს სარჩელი კრედიტორის წინააღმდეგ. თუ
რამდენიმე სოლიდარული მოვალე წარადგენს სარჩელს კრედიტორის წინაშე,
მაშინ ისინი საპროცესო თანამონაწილეებად გვევლინებიან.

16 ლილუაშვილი/ხრუსტალი, საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა,


2007, გვ. 173.
4
ირაკლი რობაქიძე
ბოლო დამუშავება: 26 თებერვალი, 2016

VI. სასამართლო გადაწყვეტილება


სასამართლო ყოველთვის ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო 12
ნაწილში მიუთითოს, თუ თითოეულმა თანამოპასუხემ რა ოდენობით უნდა
განახორციელოს ვალდებულების შეასრულება.17 თუ გადაწყვეტილება
გამოტანილია რამდენიმე სოლიდარული მოვალის როგორც საპროცესო
თანამონაწილეების წინააღმდეგ, სასამართლო არ არის ვალდებული
გადაწყვეტილებაში მიუთითოს, თუ თითოეულმა მოპასუხემ რა წილით უნდა
შეასრულოს ვალდებულება. ამ შემთხვევაში საკმარისია გადაწყვეტილების
სარელოლუციო ნაწილში იმაზე მითითება, რომ თანამონაწილეთა
პასუხისმგებლობა სოლიდარულია. 18

17 ლილუაშვილი/ხრუსტალი, საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა,


2007, გვ. 450.
18 იქვე.

5
ირაკლი რობაქიძე

Anda mungkin juga menyukai