Anda di halaman 1dari 4

ნატო მგალობლიშვილი

ნეირომრავალფეროვნება და კლინიკური პრაქტიკა

არ არსებობს ორი აბსოლუტურად იდენტურური ადამიანი. თითოეული ჩვენგანი


განსაკუთრებულია. რა განსაზღვრავს ჩვენს ასეთ მრავალფეროვნებას? – ჩვენი აზრები? ჩვენი
დამოკიდებულებები? ჩვენი ფასეულობები? ეს არასრული ჩამონათვალი, რა თქმა უნდა,
სწორია, თუმცა ეს თავისთავად არ ხდება. ვიღაც იტყვის, აღზრდა და გარემოო და მართალიც
იქნება, თუმცა მარტო ეს როდი კმარა. მიუხედავად იმისა, რომ მეტყველება დასწავლადი
პროცესია, მეხსიერების გამუმჯობესება არაერთი ხერხითაა შესაძლებელი, მაინც არის რაღაც
სხვა, რაზეც ჩვენდაუნებურად ვართ დამოკიდებულები. ეს არის ჩვენი ბუნება, ჩვენი
ფიზიოლოგია, ჩვენი ნერვული სისტემა; აქედან იწყება ჩვენი გაადამიანურება. სწორედ ამ
სისტემის მუშაობა განსაზღვრავს ჩვენს ფიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობას, ერთადაც და
ცალ–ცალკეც.

სწორედ ნერვული სისტემის მოქმედება უდევს საფუძვლად ადამიანის გრძნობებს,


დასწავლას, მეხსიერებას, მეტყველებასა და აზროვნებას. მისი მეშვეობით გამოხატავს
ადამიანი პიროვნებსადმი სიმპათიასა და მოვლენების მიმართ დადებით ან უარყოფით
დამოკიდებულებას. ის, რომ ადამიანი თავისთავად ასეთი საინტერესო და რთული
მექანიზმია, განპირობებულია ნეირომრავალფეროვნებით.

არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩემი დამოკიდებულება ამ ორი სიტყვის ასე ლამაზად


შეუღლებაზე, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად გეუბნება თავისივე ბუნებას.

ადამიანი დაახლოებით 50 მილიარდი ნერვული უჯრედით არეგულირებს ორგანიზმის


ფუნქციებს. ნეირობიოლოგთა გამოთვლებით დადგენილია, რომ ადამიანის თავის ტვინი
ყოველდღიურად, დაახლოებით, 100 ათას გადაწყვეტილებას ღებულობს.

არ ვიცი, შეიძლება უფრო მომგებიანი ყოფილიყო ჩემი ესე დამეწყო სიტყვა ნეირონის
ახსნით, ან თუნდაც როგორი აგებულებისაა, თუმცა გადავწყვიტე ვისაუბრო იმაზე თუ რა
დანიშნულება–მნიშვნელობა აქვს ამ სისტემას ჩვენს ყოვედღიურ ცხოვრებაში; აუცილებლად
უნდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ მხოლოდ XIX საუკუნეში გერმანელმა მეცნიერმა ვ.
ვალლდერმა უწოდა ნერვულ უჯრედს ნეირონი.

XIX საუკუნეში ფრანგმა ფიზიოლოგმა ფრანსუა ბიშამ ადამიანში მინდინარე


ფიზიოლოგიური პროცესები დაყო ცხოველურ და ორგანულ პროცესებად. მოგვიანებით
ი.რეილმა შემოიღო ცნება ვეგეტატიური ნერვული სისტემა. ნერვული სისტემა ფუნქციის
მიხედვით ორად გაიყო – სომატური და ვისცერალური.

ნერვული სისტემის ნაწილს, რომელიც არეგულირებს ჩონჩხის კუნთების მოქმედებას –


სომატურ ეწოდება. სომატური ნერვული სისტემა ემორჩილება ადამიანის ნებას. სურვილის
შესაბამისად იწყებს მოქმედებას, აგრძელებს ან წყვეტს.

ნერვული სისტემის ნაწილს, რომელიც არეგულირებს შინაგან ორგანოთა მოქმედებას–


ავტონომიური ნერვული სისტემა ეწოდება. მისი მოქმედებე ადამიანისგან დამოუკიდებლად
ხდება. ადამიანს არ შეუძლია სურვილისამებრ ააჩქაროს ან შეანელოს გულის მუშაობა,
შეწყვიტოს ოფლის გამოყოფა და სხვა .

ჩვენი ორგანიზმს შეუძლია სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა. ამაზე


პასუხისმგენებლი სიმფათიკური და პარასიმფატიკური ნერვებია. სიმპატიკური ნერვული
სისტემის აგზნება ადამიანს ხელს უწყობს თავი დაიცვას სტრესულ სიტუაციაში – აჩქარებს
გულის რიტმს, მაღლა წევს არტერიულ წნევას, იზრდება სისხლში გლუკოზის შემცველობა
და ჩქარდება კუნთების სისხლით მომარაგება. ამ დროს ქვეითდება საჭმლის მომნელებელი
სისტემის მოქმედება. ეს ყველაფერი ადამიანს იცავს სტრესისგან. პარასიმპატიკური სისტემა
ხელს უწყობს ორგანიზმს რესურსების აღდგენაში, აქეთკენ არს მიმართული
პარასიმპატიკური ნერვების ეფექტები. ქვეითდება გულის კუნთის შეკუმშვის რიტმი,
არტერიული წნება – საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაცია.

ჩვენი გარემოსთან ადაპტაცია დამოკიდებულია იმ რეფლექსებზე, რომელიც უპირობოა ან


პირობითი. უპირობოა ლეფლექსი, რომელსაც ადამიანი გენეტიკურად იღებს, მაგალითად,
ყლაპვა, წოვა; დაცვითი რეფლექსია – ხელის გაწევა ცხელი საგნიდან, დაცემინება... პირობით
გამოწვეული რეფლექსების დასწავლის საუკეთესო მაგალითია პავლოვი თავისი ძაღლით.

როცა ვლაპარაკობთ ნეირონებზე, მათ მრავალფეროვან ფუნქციებზე, აუცილებლად უნდა


ვახსენოთ შეკავება, ეს ნერვულ სისტემაში მიმდინარე აქტიური პროცესია. შეკავება იცავს
ნეირონებს გადაჭარბებული აგზნებისგან , რაც ხელს უწყობს მათ ნორმალურ მუშაობას.
შეკავებითაა დაცული კუნთები და ორგანოები ზედმეტი გადაღლისაგან.

ნერვული სისტემის სხვადასხვა სტრუქტურის ფუნქციური ერთობლიობაა სენსორული


სისტემა, რომლის საშუალებითად აღიქვამს ადამიანი გარემოს და ორგანიზმში მიმდინარე
პროცესებს. გრძნობათა ორგანოებში არსებული რეცეპტორები სტიმულებს გარდაქმნის
ნერვულ იმპულსებად და მგრძნობიარე ბოჭკოებით აგზავნის ცენტრალურ ნერვულ
სისტემაში, სადაც ხდება მიღებული ინფორმაციის გადამუშავება.

გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან წარმოიქმნა ახალი, დიდი პერსპექტივის მქონე


დარგი – ნეიროფსიქოლოგია. ნეიროფიზიოლოგიის ექსპერიმენტული კვლევის მეთოდები
მივიდა იმ შესაძლებლობამდე, რომ ადამიანის თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურაზე
უშუალო ზემოქმედებით მოხერხდა ფსიქიკურ პროცესებში ჩარევა. ის რომ ფსიქოლოგიის
ნებისმიერი დარგი ძალიან ,,ადამიანურია’’, (ეს თვისება თან დადებითია, თან უარყოფითი)
ჩვენ არ გვაქვს და არ გვექნება საშუალება მიზნის მისაღწევად ყველანაირი საშუალება
გამოვიყენოთ. ეთიკა გვიკრძალავს ყველა პასუხგაუცემელი კითხვისთვის პასუხების ძებნას.
ამ უკანასკნელი მიზეზის გამო ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს შესასწავლ–ამოსაცნობი
ჩვენს თავში.

ნეირომრავალფეროვნებაში ეჭვი არავის ეპარება. სწორედ ნეირონების სწორ მუშაობაზე


ვართ დამოკიდებულნი. ამის დასადასტურებლად ზემოთ ჩამოთლილი არასრული
მაგალითებიც კმარა, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ნერვული სისტემა გამართულად
არ მუშაობს სხვადასხვა მიზეზების გამო.

ნევროლოგიური დარღვევებიც არანაკლებ მრავალფეროვანია. როდესაც ამ დიდი სისტემის


თუნდაც ერთი ნაწილის დისფუნქცია ხდება, გვექნება პრობლემები როგორც სულიერ, ისე
ფიზიკურ მდგომარეობაში. დისფუნქცია შესაძლებელია გენეტიკურიც იყოს და იწვევდეს
ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ჰანთინგტონის დაავადება, კუნთოვანის დისტროფია,
პარკინსონის დაავადება, სისხლძარღვების დაავადებები, როგორიცაა ინსულტი;
ინფექციები, როგორიცაა მენინგიტი; ტვინის სიმსივნეები; ეპილეფსია და სხვა.

ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია აუტიზმი, რაც


მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის
დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების
პროცესზე. პრობლემა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოება ქმნის სტერეოტიპებს,
რომელშიც ისევ თავად ეხვევა. ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს , რომ საზოგადოების
ცნობიერების დონე დღითიდღე უმჯობესდება და შესაბამისად კლებულობს უცოდინრობით
გამოწვეული უხერხულობები.

ზემოთ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს საქმე, და შესაბამისი დარგები ძალიან


ადამიანურია. ადამიანები თავისივე ადამიანური შესაძლებლობებით შეიმეცნებენ თავს,
დაგროვილი ცდნითა და გამოცდილებით ქმნიან კლინიკურ პრაქტიკას ან კარგ კლინიკურ
პრაქტიკას. რას გულისხმობს ეს უკანასკნელი და რისთვისაა საჭირო ? – სწორი კლინიკური
პრაქტიკა (GCP) არის საერთაშორისო, ეთიკური და სამეცნიერო სტანდარტი იმ კვლევების
დიზაინზე, მიმდინარეობაზე, ჩანაწერებსა და მოხსენების გაკეთებაზე, რომელშიც
მონაწილეობენ ადამიანები. ამ სტანდარტების შესაბამისობა უზრუნველყოფს საჯარო
გარანტიას, რომ დაცული იქნება კვლევის პაციენტების უფლებები, უსაფრთხოება და
ჯანმრთელობა. დაცული იქნება შესაბამისობა იმ პრინციპებთან, რომლებიც ჰელსინკის
დეკლარაციიდან იღებს სათავეს და რომ კლინიკური კვლევის მონაცემები სარწმუნო იქნება.
ის ადამიანები, ან ის ჯგუფები, რომლებიც თავის თავზე აიღებენ ასეთ თემებზე მუშაობას,
აუცილებლად უნდა იხელმძღანელონ სწორი კლინიკური პრაქტიკის პრიცნიპებით,
რომელიც შედგენილია ჰარმონიზაციის საერთაშორისო კონფერენციის მიერ. რას
გულისხმობს ეს პრინციპები :

– კლინიკური კვლევები უნდა ჩატარდეს იმ ეთიკური პრინციპების შესაბამისად,


რომლებიც სათავეს იღებენ ჰელსინკის დეკლარაციიდან და რომლებიც შეესაბამება
სწორ კლინიკურ პრაქტიკას და შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნებს.
– კლინიკური კვლევის პაციენტის უფლებები, უსაფრთხოება და კეთილდღეობა
ყველაზე მნიშვნელოვანია და მან უნდა გადაწონოს მეცნიერებისა და საზოგადოების
ინტერესები.
– კლინიკურ კვლევაშ მონაწილეობამდე ყოველი პაციენტისგან მიღებულ უნდა იქნას
ნებაყოფლობითი თანხმობა.

ეს ის დებულებებია, რომელთა დაცვითაც ეყრება საფუძველი კარგ კლინიკურ პრაქტიკას.


ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ მუშაობის სტანდარტები, რათა მოგვეცეს წინსვლის
საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე გაკეთებული საქმესაც ფასი ეკარგება .

კარგი კლინიკური პრაქტიკის შექმნა ორმხრივი პროცესია , ეს აუცილებელი პირობაა


შედეგის დასადებად !
გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.scribd.com/doc/179001438/ბიოლოგია

https://drive.google.com/file/d/0B1kTxvyrdlT3YlVQWXZuTVFER1k/view

https://medlineplus.gov/neurologicdiseases.html

http://rama.moh.gov.ge/res/docs/7531ICH_GCP_1996_E6.pdf

https://docs.google.com/viewer?a=v&pid=sites&srcid=ZGVmYXVsdGRvbWFpbnxwc3lnZTIwMTF8Z
3g6MjQxYzk4YzQ1NTc1MWYwZA

Anda mungkin juga menyukai