Anda di halaman 1dari 5

C - 0; M - 97; Y - 87; K - 60; PANTONE 7624 CP

გამოხატვის თავისუფლების
შეზღუდვის საფრთხეები

He only earns his freedom and his life


Who takes them every day by storm1

ანა ჭიაბრიშვილი
2018 წელი გამოხატვის თავისუფლებისათვის გამოწვევად შეგვიძლია
დეკემბერი, 2018 შევაფასოთ. ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო რეგრესულმა და
თავისუფალი გამოხატვის შემზღუდველმა ინიციატივებმა, მათ შორის
საკანონმდებლო ორგანოში. საზოგადოების მწვავე რეაქციის და
ნეგატიური გამოხმაურების შედეგად ამ ინიციატივების უმეტესობა
კანონად ვერ გადაიქცა, თუმცა, მიუხედავად ამისა, შემაშფოთებელია
პარლამენტში მსგავსი ინიციატივების მომრავლება და ამ ფონზე
სასამართლოს მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები, რომლებიც
მოქმედი კანონმდებლობის სადავო და საშიშ ინტერპრეტაციას ახდენს.
წინამდებარე დოკუმენტში მიმოხილულია მოცემული წლის განმავლობაში
გახმაურებული ფაქტები და ინიციატივები, რაც ერთიანობაში გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციაზე მიუთითებს.

რელიგიური გრძნობების დაცვის მოტივით


შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება
ე.წ. „რელიგიური გრძნობების“ დაცვის მიზნით გამოხატვის
თავისუფლებისთვის საკანონმდებლო რეგულირების დაწესების სურვილი
საპატრიარქოსა თუ მასთან დაახლოებულ ჯგუფებს არაერთხელ
დაუფიქსირებიათ. მსგავს რამდენიმე ინიციატივას პარლამენტის
იურიდიულმა კომიტეტმა სხვადასხვა დროს პირველი მოსმენით
მხარი დაუჭირა 2,3. თუმცა, ამ დრომდე რელიგიური გრძნობების
შეურაცხყოფისთვის სასჯელის შემოღების მიზნით პარლამენტში
დაყენებული ინიციატივები წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა,
რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა კანონმდებლობით დასჯადი
არ გამხდარა, მიმდინარე წელს საქართველოში რეალურად მივიღეთ
სასამართლოს მიერ რელიგიური გრძნობების დაცვის მიზნით გამოხატვის
თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვის პრეცედენტი.

2018 წლის 20 მარტს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და


საკუთარი წუხილი დააფიქსირა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების
შეურაცხყოფის შემთხვევების გახშირებაზე, კონკრეტულად კი
გამოყო პრეზერვატივების მწარმოებელი „კომპანია „აიისას“ და მისი
დირექტორის უზნეო თავგასულობა“. „აიისას“ მოღვაწეობა საპატრიარქომ
საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად შერაცხა4. განცხადებას მოჰყვა
საპროტესტო აქცია ქუთაისში. მონაწილეებმა გააპროტესტეს „აიისას“
პროდუქცია, კერძოდ, შეფუთვაზე სავარაუდოდ თამარ მეფის
გამოსახულების დატანა5 . ქუთაისის აქციის შემდგომ სასულიერო
სემინარიის სტუდენტების აქცია დაიგეგმა თბილისშიც. ორგანიზატორთა
განცხადებით, ისინი აპროტესტებდნენ „პრეზერვატივებზე წმინდანების
და წმინდა დღესასწაულების გამოსახვას, ასევე დღესასწაულებთან
დაკავშირებული ბილწი ხუმრობებისა და სადღესასწაულო ქრისტიანული
სიმბოლოების პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანას, ეროვნული,
კულტურული და ისტორიული ფასეულობების დაცინვასა და
შეურაცხყოფას“. აქციის ზოგად მიზნად კი მომავალი თაობის დაცვა
დასახელდა6.
1 Johann Wolfgang von Goethe
2 http://www.tabula.ge/ge/story/104217-komitetma-religiu- საპატრიარქოს ხელისუფლებისადმი მოწოდებიდან, რომ „დროულად
ri-grdznobebis-sheuracxkofis-dasjas-mxari-dauchira
3 https://goo.gl/Dox1En უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა“, დაახლოებით
4 https://goo.gl/KdEhpQ
5 https://goo.gl/RpCn4P
ერთ თვეში, პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“ განცხადების
6 https://goo.gl/AA3Xu3 საფუძველზე თბილისის მერიამ რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა
და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის მოტივით,
„აიისას“ დამფუძნებლის, ანი გაჩეჩილაძის მიმართ „ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა“ კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე
სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა7 . შედეგად, 4 მაისს თბილისის
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია
რა, რომ „აიისას“ პროდუქცია არაეთიკურია, „რომელიც რელიგიის მიმართ
შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების (გამოსახულებები)
გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ
ნორმებს, ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს...“, ანი გაჩეჩილაძე 500
ლარით დააჯარიმა, რამდენიმე დიზაინის პროდუქციის ბაზრიდან ამოღება
და მათი სამომავლო გამოყენება აუკრძალა. დადგენილებაში ვკითხულობთ
ნათლისღების, დიდგორის ბრძოლის, თამარ მეფის და მაკურთხებელი
ხელის დეფინიციებს, თუმცა, ამავე დოკუმენტში არაფერი წერია
სამართლებრივ მოტივაციაზე, თუ რატომ არის მაგალითად დიდგორის
ბრძოლის დახატვა პრეზერვატივის შეფუთვაზე არაეთიკური და რატომ
ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ნორმებს, უფრო
მეტიც, რატომ შეიძლება ეს იქცეს ადამიანის გამოხატვის თავისუფლების
შეზღუდვის საპირწონედ.

ქვეყნის რადიკალურ დაჯგუფებებთან ერთად სასამართლოს


დადგენილებით კმაყოფილი დარჩა საქართველოს პარლამენტის წევრთა
ნაწილიც. ირონიულია, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა
განსაკუთრებული მოწონება გამოავლინეს. მაგალითად, ზაქარია
ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ გვაქვს დაწერილი და დაუწერელი
ტრადიცია, რომ ამ ქვეყნიდან წასულებზე ცუდს არ ვსაუბრობთ8 ...“.
გედი ფოფხაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორად
მიიჩნია და „აიისას“ დაცვის მოსურნეებს ფსიქიკურად ჩამოუყალიბებლები
უწოდა9.

ცხადია ამგვარ გადაწყვეტას სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთება


მოჰყვა. საგულისხმოა, რომ მოსამართლე ლაშა თავართქილაძე თავის
პოზიციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით
ამყარებს, მათ შორის ციტირებს საქმიდან „Handyside v United Kingdom”
და ამბობს, რომ სახელმწიფოს ფართო მიხედულების ზღვარი გააჩნია
ამგვარი შეზღუდვების დადგენისას, თუმცა, სასამართლო განზრახ
მოერიდა ამ საქმეში განმტკიცებული და სტრასბურგის სასამართლოს
მიერ სტანდარტად ქცეული ფრაზების ციტირებას, რომ „...გამოხატვის
თავისუფლება მოიცავს არა მარტო იმ „ინფორმაციასა“ თუ „იდეებს“,
რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღებია, უწყინარი ან ნეიტრალურია,
არამედ ისეთ შეხედულებებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი,
შოკის მომგვრელი ან შემაშფოთებელია. ასეთია პლურალიზმის,
შემწყნარებლობისა და ფართოდ აზროვნების მოთხოვნები, რომელთა
გარეშეც დემოკრატიული საზოგადოება ვერ იარსებებს. გამოხატვის
თავისუფლების რეალიზაციისთვის დაწესებული გამონაკლისები
განმარტებული უნდა იქნეს მკაცრად და ჩარევის აუცილებლობა
დამაჯერებლად უნდა დადგინდეს10“.

საპატრიარქოს განზრახვა შეზღუდვა დაწესდეს მისთვის მიუღებელი


აზრის გამოხატვაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა გადაცემა „არჩევანში“ მისი
წამყვანის მიერ გაკეთებულ განცხადების შემდეგ. კერძოდ, ცენზურის
საშიშროების საკითხზე გადაცემის მსვლელობისას გიორგი გაბუნიამ ლია
უკლებას ნახატის „თვითმკვლელი ღვთისმშობლის” წარდგენისას თქვა
„იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის [ღვთისმშობელი]
თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც
გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით”. ამ ფრაზისთვის
7 https://goo.gl/V99KE5
მან სამღვდელოების რისხვა დაიმსახურა.
8 https://goo.gl/Cvu73B
9 https://goo.gl/exMdif
10 https://goo.gl/Htqtcs, P49 რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა ის ქადაგებისას
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეები

დაწყევლა11 : „მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ, ეგ აღარ მოინანიებს, ეგ


არის პირდაპირ ეშმაკის მსახური. საერთოდ ეს ტელევიზია [რუსთავი
2] უნდა გაუქმდეს“. საპატრიარქო მეორე დღესვე გამოეხმაურა
გადაცემას და მოუწოდა სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი
ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ
არცერთ გადაცემაში მონაწილეობა12 . საპატრიარქომ ასევე მოუწოდა
ხელისუფლებას გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას
საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და
გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი
პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე.

საპატრიარქოს მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, ვინაიდან


ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციას,
რომელიც აქტიურად არის ჩართული მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკურ
პროცესებში, გამოთქვამს მოსაზრებებს კანონპროექტებსა თუ
სახელმწიფო პოლიტიკაზე და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ამასთნ მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეიძლება გავლენას
ახდენდეს არამარტო მრევლის განწყობებზე და აზრის ფორმირებაზე,
არამედ ასევე ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე, რაც
შეიძლება განპირობებული იყოს პოპულისტური თუ სხვა მოტივებით.

აღნიშნული პროცესები განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რელიგიური
გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის მომხრეა და მისი კომიტეტი
მხარს უჭერს ამგვარ საკანონმდებლო ინიციატივას13. სამწუხაროდ, სოფიო
კილაძისგან ამგვარი განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. მაგალითად
2017 წლის ივნისში ე.წ „ბირჟა მაფიის“ საქმეზე მან განაცხადა, რომ „..
მოსაწონი არაა ეგეთი კლიპი, როდესაც ასეთი შეურაცხყოფის მიყენება
და სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტირება ხდება14 “. სოფიო
კილაძე ასევე გამოირჩევა ჰომოფობიური დამოკიდებულებებით, რის
გამოც 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მის გადადგომას ითხოვს15.

ცენზურა შემოქმედებით პროცესზე ანუ უკან


მომავალში?
მიმდინარე წლის მაისში, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე
ეკა ბესელიამ და დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა შეიმუშავეს
კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „კულტურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-9 მუხლი მოწესრიგდებოდა ახლებურად. მოქმედი ვერსიით,
„დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი
საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებით ნაწარმოებზე ყადაღის დადება
და მისი გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს
ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს
ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და
ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას16 “.

აღნიშნული რეგულირება საქართველოში 1997 წლიდან მოქმედებს და


ფაქტობრივად არაღსრულებადია. ბესელია-გოგიჩაიშვილის მომზადებული
ვერსიით არსებულ რეგულაციას დაემატებოდა ერთი წინადადება
„შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია
მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“.
11 https://goo.gl/ad5WAi
12 https://goo.gl/ymuL75 აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონსტიტუციით, შემოქმედებით პროცესში
13 https://goo.gl/Dox1En
14 https://goo.gl/2PUiLz ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
15 https://goo.gl/iY3k1b
16 https://goo.gl/gGUddf
შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა
დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის
კანონიერ უფლებებს17. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შევა კონსტიტუციის
ცვლილებები, რომლის თანახმად, შემოქმედებით პროცესში ჩარევა,
შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია,
ხოლო გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს
გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა
უფლებებს18.

როგორც ვხედავთ, კონსტიტუციის არც ერთი ვერსია არ ცნობს


„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში
გათვალისწინებული საფუძვლებით შემოქმედებითი თავისუფლების
შეზღუდვას. კონსტიტუციური სტანდარტია სხვათა უფლებების
შეზღუდვა, რაც ძალიან მაღალი სტანდარტია და არ უნდა გავიგოთ
ისე, როგორც მოსამართლე ლაშა თავართქილაძე გაიგებდა.
აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავდა არა საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ
ცვლილებებთან ჰარმონიზებას როგორც მის განმარტებით ბარათში
იყო მითითებული, არამედ კონსტიტუციური სტანდარტის დაწევას.
კონსტიტუციური სტანდარტის დაწევისგან განსხვავებით, საკანონმდებლო
ორგანოსგან ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა „კულტურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლის გაუქმება.

29 მაისს ცნობილი გახდა, რომ „კულტურის შესახებ“ საქართველოს


კანონში ცვლილებები აღარ შევა. აღნიშნული გადაწყვეტილების
ოფიციალური მოტივაცია უცნობია, თუმცა, საკანონმდებლო ინიციატივის
შეჩერება, სავარაუდოდ, საზოგადოების უარყოფითმა გამოხმაურებებმა
გამოიწვია. რომ არა საზოგადოების და მათ შორის კულტურის
მოღვაწეების აქტიური წინააღმდეგობა, შესაძლოა პარლამენტს
კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების მოტივით კანონში
საბჭოთა ცენზურის სულისკვეთებით გამსჭვალული ცვლილებები მიეღო.

პირობადებული გამოხატვის თავისუფლება?


სასამართლოს მიერ გამოხატვის შეზღუდვის კიდევ ერთი დაუსაბუთებელი
შემთხვევა უკავშირდება გაფიცვის უფლებას. თბილისის მეტროს
მემანქანეები გაფიცვას 3 მაისიდან გეგმავდნენ, თუმცა სწორედ ამ
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი გაფიცვა თბილისის
სატრანსპორტო კომპანიის შუამდგომლობის საფუძველზე 2 ივნისამდე
გადაავადა. 18 მაისს კი სასამართლომ განიხილა შპს „თბილისის
სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადება სარჩელის აღძვრამდე
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. გადაწყვეტილებით
მემანქანეებს აეკრძალათ გაფიცვაში მონაწილეობის მიღება სამუშაო
საათების განმავლობაში. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა
მემანქანეთა ინტერესზე და გაფიცვის უფლებაზე, არ გამოიკვლია
გაფიცვის შემთხვევაში ჰქონდა თუ არა მერიას ალტერნატიული
გეგმა და ა.შ. სასამართლომ უბრალოდ აღნიშნა, რომ „მეტროს
შეფერხება გამოიწვევს მიწისზედა, ისედაც გადატვირთული საგზაო
ინფრასტრუქტურის კოლაფსს19 “.

ამ მოვლენებს დაემთხვა 10 მაისს პარლამენტის რამდენიმე წევრის მიერ


(მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე -სოფიო
17 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები კილაძე) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს
18 მე-20 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები
19 https://goo.gl/gWCXU2
კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირება, რომელიც მიღებული იქნა
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეები

სექტემბერში და ამოქმედდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში


არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. თუკი აქამდე
მოქმედი კანონით შეკრებებში და მანიფესტაციებში წინასწარი ნებართვის
გარეშე მონაწილეობა ყველას შეეძლო გარდა შეიარაღებული ძალების,
შეიარაღებული სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური და
გასამხედროებული დაწესებულებების მოსამსახურეებისა, მიღებული
ცვლილებით ფართოვდება პირთა წრე და აკრძალვა გავრცელდება
თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურეებზეც. ერთი
შეხედვით, თითქოს ამ ორ ფორმულირებაში ერთნაირი ტერმინებია
თუმცა, ცვლილების შედეგად ზემოაღნიშნულ პირებში შედიან:
პროკურატურის, შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის, თავდაცვის
ძალების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის და
ამავე უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლები.

შესაბამისად, ახალი რეგულაციით, საჯარო მოხელეთა ძალიან


მნიშვნელოვან ნაწილს შეეზღუდება მანიფესტაციებში მონაწილეობის
უფლება. კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით,
ცვლილებები კვლავ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან
კანონმდებლობის ჰარმონიზებას ისახავს მიზნად. კონსტიტუციის ახალი
ტექსტის თანახმად კი, ყველას აქვს მანიფესტაციებში მონაწილეობის
უფლება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების
ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე
პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში. „ისმის კითხვა, თუ რამდენად
გამართლებულია ამ პირთა წრისათვის მშვიდობიანი შეკრების უფლების
აბსოლუტური აკრძალვა, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად არ დგინდება
მათი უშუალო პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დაცვაზე20“. აღნიშნული ცვლილებაც, ჰარმონიზაციის
ნაცვლად კონსტიტუციური სტანდარტების დამცრობის შთაბეჭდილებას
ტოვებს.

დასკვნა
ზემოთ აღწერილი შემთხვევები ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ
ცდილობს ხელისუფლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება რიგ
შემთხვევებში მასზე წინასწარი კონტროლის დაწესებით და ამით თავიდან
აირიდოს პრობლემები და საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილება
მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამასთანავე,
მიმდინარე პროცესები შესაძლოა შეფასდეს, როგორც საქართველოში
ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის- ეკლესიისადმი რევერანსები და მისი
მრევლისადმი გამოხატული დათმობა, რელიგიურ საკითხებზე გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვით. თუმცა, იმედის მომცემია ის ფაქტი,
რომ საზოგადოების მობილიზებულ წინააღმდეგობას ხელისუფლების
გადაწყვეტილების ფორმირებაზე ჯერ კიდევ აქვს გავლენა.

20 https://goo.gl/jbU6HX

Anda mungkin juga menyukai