ZiriTadi literatura:
1. saqarTvelos istoriis narkvevebi, t. I, Tb., 1970;
2. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, Txz. t. I (Sesavali), Tb., 1979;
3. iv. javaxiSvili, saqarTvelos, kavkasiisa da maxlobeli aRmosavleTis
istoriul eTnologiuri problemebi, Tb., 1950;
4. iv. javaxiSvili, s. janaSia, n. berZeniSvili, saqarTvelos istoria, Tb.,
1949;
5. s. janaSia, Tebal-Tabali-tibareni, iberi, Sromebi, w. III;
6. s. janaSia, uZvelesi erovnuli cnoba qarTvelTa pirvelsacxovrisis
Sesaxeb, Sromebi, t. II, Tb., 1952;
7. o. jafariZe, qarTvel tomTa eTnikuri istoriis sakiTxebisaTvis, Tb., 1976;
8. o. lorTqifaniZe, Zvelo qarTuli civilizaciia saTaveebTan, Tb., 2002;
9. saqarTvelos istoria (uZvelesi droidan XIII s-mde) mariam
lorTqifaniZis redaqciiT t.I Tb.,2008
damatebiTi literatura:
1. g. meliqiSvili, saqarTvelos, kavkasiisa da maxlobeli aRmosavleTis uZve-
lesi mosaxleobis sakiTxisaTvis, Tb., 1965;
2. r. gordeziani, winareberZnuli da qarTveluri, Tb., 1985;
3. m.qavTaraZe, anatoliaSi qarTvelur tomTa gansaxlebis sakiTxisaTvis, Tb.,
1969;
4. m. qurdiani, saerTo-qarTveluri ena da misi diferenciaciis
Tanmimdevrobis problema, `qarTveluri memkvidreoba~, t. I, quTaisi, 1996;
5. saqarTvelosa da qarTvelebis aRmniSvneli ucxouri da qarTuli termino-
logia (krebuli), red. – g. paiWaZe, Tb., 1993;
6. Меликишвили Г., К истории древней Грузии, Тб., 1960.
7. mitropoliti anania jafariZe, berZen-romaeli avtorebi qarTvelTa
warmoSobis Sesaxeb da “qarTizaciis” Teoria; http://www.gtu.ge/Faculties/teology/el-
books.html
8. mitropoliti anania jafariZe, ori Tvalsazrisi qarTveli xalxis
Camoyalibebis drois Sesaxeb; http://www.gtu.ge/Faculties/teology/el-books.html
9. mitropoliti anania jafariZe, “qarTizaciis” Teoriis istoria
XXs.bolos; http://www.gtu.ge/Faculties/teology/el-books.html
uZvelesi saxelmwifoebrivi gaerTianebebi saqarTvelos teritoriaze.
წერილობით წყაროებში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამი დიდ
გაერთიანების შესახებ გვხდება ცნობები: კილხა (ანუ კოლხა), დიაოხი, რომელიც
მკლევართა ერთი აზრით ასურულ ლურსმულ ტექსტებში მოხსენიებული დაიაენია
და სასპერები.
დიაოხი ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთა შესახებ პირველი ცნობები გვხდება
გვიანბრინჯაოს ადრერკინის ხანაში. ქართველურ დიდ ტომობრივ გაერთიანებებს ძვ.წ. II
ათასწლეულში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ მითანისა და ხეთების
სამეფოსთან. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ მითანელების (მითანელებს მეორე ნაირად
ხურიტებს ეძახდნენ) ძლევამოსილ ომებში. ხეთების სამეფოც თავისი ძლევამოსილების
ხანაში (ძვ.წ.XV- XIII ს.ს.) ხშირად ეომებოდა საქართველოს შავიზღვისპირეთისა და
სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. (ქართველურ ტომთა გავრცელება
იმ პერიოდში აღწევდა ჩრდილო ანატოლიის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე).
ძვ.წ. II ათასწლეულში სამხრეთ რეგიონის ქართველური ტომები მითანთან კავშირში
ებრძოდნენ ხეთებსა და ასურელებს. შემდგომში მითანის განადგურებამ ასურეთს მისცა
შესაძლებლობა ქართულ ტომთა ტერიტორიებისაკენ გამოჭრილიყო.
თრიალეთის კულტურის პერიოდში ჩანს, რომ (ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევარი)
სამხრეთ რაიონებში მძლავრი ტომობრივი გაერთიანებები უნდა წარმოშობილიყო. ეს არის
ადრეკლასობრივი საზოგადოების ფორმირების პირველი ეტაპი. ასეთ გაერთიანებებს
მიეკუთვნებოდა დიაოხი და კოლხა. მათზე ცნობები გვხვდება ძვ.წ. XIII-VIII საუკუნის
ასურულ და ურარტულ ლურსმულ წარწერებში. უკვე XIII საუკუნიდან, როცა დაეცა
მითანის სახელმწიფო, ასურეთი თანდათანობით იერთებს მითანის ჩრდილო ნაწილსაც,
სადაც მას ბრძოლები უხდება 3 დიდ დაჯგუფებასთან. ესენია: სუბართუს, ნაირისა და ზემო
ზღვის ქვეყნები. ნაირის ქვეყნები მდებარეობდა მდინარე ევფრატისა, ყარა სუსა და მურად
სუს ორმდინარეთში. ზემო ზღვისპირა ქვეყნებში მკვლევართა ერთი აზრით შავი ზღვის
სანაპიროზე მდებარე მხარეს გულისხმობენ.
სუბართუს სახით ასურელებს წინ აღუდგა ხურიტული გაერთიანება. ასურელებს
შეტაკება მოუხდათ მუშქებთან და ქაშქებთან. მუშქემხის შესახებ ისტორიოგრაფიაში აზრთა
სხვადასხვაობაა. ერთნი მიიჩნევენ ფრიგიელებად, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ
ანტიკური ხანიდან მუშქების სახელის ქვეშ ქართული ტომის (მოსხის, მესხის) მოაზრებას
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასურეთის მეფეს ტიგლათ ფილესერ I (1115-1077) ებრძოდნენ
ქართველური ტომები, მუშქები. ამრიგად, მუშქები შეიძლება იგივე მოსხებია და არა
ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან მოსული ფრიგიელები. სავარაუდოა, რომ ეს
ქართველური ტომი ხეთებისა და მითანის სამეფოს განადგურების ქარიშხლიან ეპოქაში
ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლენ, ძველი სუბართუს ხალხთა ტერიტორიაზე და იქ
დამკვიდრება უცდიათ, შემდეგ ისინი უნდა შერეოდნენ ფრიგიელებს და VIII
საუკუნისათვის დიდი ფრიგიის სამეფოც უნდა შეექმნათ. ამიტომაც ასურელებმა მათთან
ახლოს მცხოვრები მუშქების მიხედვით მუშქების სამეფო შეარქვეს, ხოლო ბერძნებმა მათ
მეზობელ ფრიგიელების მიხედვით- ფრიგიის სამეფო.
ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტიგლათფილესერ I მოწინააღმდეგე ქაშქებით მცირე
აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან მომდინარე ხალხის ნაკადს შეადგენდა.
XII-XI ს.ს. მიჯნაზე მყარ გაერთიანებას წარმოადგენდა ნაისის ქვეყნებიც. მათგან ყველაზე
ძლიერი დაისენი (ასურულად) უნდა ყოფილიყო, იგივე დიაოხი. ეს სახელი იდენტური
უნდა იყოს ტაოხებისა, რომელსაც უწოდებს ბერძენი ავტორი ქსენოფონტე სამხრეთ
ამიერკავკასიის მიწაწყალზე მცხოვრებ ხალხებს (ძვ.წ.ა. VI).
ქ. ერზრუმის მახლობლად აღმოჩენილი ლურსმული წარწერა მოგვითხრობს ურარტუს
მეფე მენუას მიერ დიაოხისა და მის სამეფო ქალაქ "შაშილუს" დაპყრობის შესახებ.
ურარტული წყაროები დიაოხის მეზობლად ახსენებს "ზაბახას" (ე. ი. "ჯავახეთს").
დიაოხის ტოპონომიკა ხურიტულ მითანური წარმომავლობისაა. სავარაუდოა, რომ იგი
ადრე მითანის სამეფოს ნაწილი იყო. ნაირის ქვეყნები დიდ გაერთიანებას წარმოადგენენ,
რომელთა სათავეში დიაოხს ვხედავთ. ძვ.წ.ა. XIII ს. ბოლოს ასურეთის მეფე თუქულთი
ნინურტა პირველს (1245-1209) ბრძოლა მოუხდა ნაირის 40 ქვეყნის გაერთიანებასთან,
ხოლო ტიგლათ ფილესერ პირველის მეფობის მე-3 წელს (1112 წ.) ნაირის ქვეყნების 23 მეფემ
ზემო ზღვის ხალხებთან ერთად სასტიკად შეებრძოლა ასურელებს, თუმცა დამარცხდნენ. ამ
ბრძოლაში მას ნაირის ქვეყნებს ზემო ზღვის ხალხების 60 მეფე ეხმარება. (ეს ვარაუდი
მიმდინარეობს წარწერიდან, სადაც ნათქვამია, რომ ტიგლათფილესერმა ზემო ზღვამდე, ე.
ი. ალბათ მათ სამშობლომდე გარეკა უკუქცეული მტერიო. იქვე ჩამოთვლილია, რომ ხელთ
იგდო 120 საბრძოლო ეტლი, მძევლები, ხარჯის სახით 1200 ცხენი, 2000 მსხვილფეხა
საქონელი).
ამრიგად, ასურეთის წინააღმდეგ სუბართუსა და ნაირის ქვეყნებთან ერთად ჩნდება
მესამე დიდი ძალა "ზემო ზღვის" ნაპირას მცხოვრები ხალხები. თუქულთი ნინურტა I
(1245-1209) ზოგჯერ ნაირის ქვეყნებთან ერთად, სხვა წყაროებში, ახსენებს "ზემო ზღვის"
ნაპირას მდებარე ქვეყნებსაც.
უეჭველია თუქულთი ნინურტა პირველის და ტიგლათფილესერ პირველის წარწერებში
ნახსენები ზემო ზღვა ერთიდაიგივეა. მკვლევართა დიდი ნაწილი "ზემო ზღვაში" შავ ზღვას
გულისხმობს. ისტორიკოს შრადერის აზრით, აქ ვანის ტბა იგულისხმება, ხოლო რ. ბორგერი
სულაც ხმელთაშუა ზღვად მიიჩნევს. ზოგჯერ ტიგლათ ფილესერის წარწერებში ზემო ზღვა
დიდ ზღვადაცაა მიჩნეული.
რამდენადაც არ მოგვეპოვება არც ერთი მასალა თუქულთი ნინურტა პირველის
პერიოდიდან, ასურეთის ხმელთაშუაზღვისპირეთისაკენ ლაშქრობაზე გამორიცხულია
მისი მიჩნევა ხმელთაშუა ზღვად. რეალურად სჩანს "ზემო ზღვის" შავ ზღვად ჩათვლა.
ასურეთის მეფეების ჩრდილოეთისაკენ ლაშქრობები ძირითადად მუშქების, ქაშქების
წინააღმდეგ ბრძოლებია. როგორც ჩანს ძვ. წ. XIII-XII საუკუნეების საბრძოლო ბატალიები,
ცოტათი გვიანდელი და მიმდინარე ხეთურ, მეთანურ, ასურული ომები ვერ ასცდა
ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს და ისინი აქტიურად ერთვებიან
სამხრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ჭიდილში.
ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ საუკუნეში ამიერკავკასიის სამხრეთ ტერიტორიები
მოიცვა პატარა სამეფოებმა. ამან ხელი შეუწყო დიაოხის გაძლიერებას, მაგრამ IX საუკუნეში
ასურეთი მომძლავრდა, მეორე მხრივ დიაოხს გაუმეზობლდა ურარტუს ძლიერი სამეფო.
ურარტუს მოსახლეობა აქაური ხურიტების და მითანელების მონათესავე ხალხია. ისინი
უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ვანის ტბის მიდამოებში. ძვ. წ. IX საუკუნისათვის
ურარტუ ძლიერ სახელმწიფოდ გვევლინება. ურარტუს დედაქალაქი ტუშფა
იმდროინდელი წყაროებით ძლიერი და დიდი ქალაქია. იგი მდებარეობდა დღევანდელ ქ.
ვანის ადგილას, თურქეთის ტერიტორიაზე. უსარტუს მეფეები მენუა, არგიშთი I, იშფუინი
და სარდურ II აწარმოებდნენ ბრძოლებს მეზობელ სახელმწიფოებთან. მათ ბრძოლებით
დაიკავეს არარატის ველი, სევანის ტბის მიდამოები, ააგეს დღევანდელი სომხეთის
ტერიტორიაზე ციხე ქალაქები თეიშებანი და ირფუნი. ადგილობრივი მოსახლეობა დიდ
წინააღმდეგობას უწევდა დამპყრობლებს. მათ შორის აღსანიშნავია დიაოხის შეუპოვარი
ბრძოლები ურარტუს წინააღმდეგ.
დიაოხის მეფე ასია ცდილობს მოკავშირედ გაიხადოს ასურეთის მეფე სალმანასარ III.
დაახლოებით 845 წელს (ძვ. წ. ა.) იგი ძღვენით ეახლა ასურეთის მეფეს. (ასია იყო
შთამომავალი დიოხის მეფე სიენის, რომელიც ადრე ტიგლათ ფილესერ I ებრძოდა (1115-
1077) ნაირის ქვეყნების გაერთიანების სახით. ასურეთის წინაშე მოხარკეებმა შიშით არ იყო
გამოწვეული, როგორ ჩანს, დიაოხის მეფეს სურდა ასურეთის მხარდაჭერით
გამკვლავებოდა მის მეზობელ ურარტუსა და კოლხას სამეფოებს.
ასურეთთან კავშირი უპერსპექტივო აღმოჩნდა. ურარტუს სამეფომ ძვ.წ.ა. VIII საუკუნის
დასაწყისში განდევნა ასურეთი: ამრიგად, დიაოხი პირისპირ აღმოჩნდა ძლიერ მტერთან.
დიაოხი გადაიქცა ურარტუს წინააღმდეგ მებრძოლ ხალხთა მედროშედ, ამიტომაც მისი
განადგურება ურარტუს სამეფოს პირველხარისხოვან საქმეს წარმოადგენდა. დიაოხის
წინააღმდეგ ბრძოლები აღწერილია ურარტუს მეფის მენუას (ძვ. წ. IX ს. დასასრული VIII ს.
დასაწყისის წარწერებში). (დიაოხის ტერიტორიაზე ქ. ერზრუმთან - ნ. ზ.) მენუა დიაოხს
ძლიერ, ძლევამოსილ ქვეყანას უწოდებს. მტრის მიერ ასეთი ეპითეტით შემკობა
გვავარაუდებინებს, რომ VIII ს. დასაწყისისათვის დიაოხი ჯერ კიდევ ძლიერ სახელმწიფოდ
მივიჩნიოთ. ეს ბრძოლები მოხდა მენუას მეფობის ბოლო წლებში და გაგრძელდა მისი
მემკვიდრის არგიშთი I მეფობისასაც (ძვ. წ. ა. 786-764). მენუას დროს ურარტუმ გააჩანაგა
დიაოხის ქვეყანა. არგიშთი პირველმა დიდი ბრძოლები გადაიხადა დიაოხთან. პირველი
შეტაკება მეფობის მეორე წელს მომხდარა (785 წ.) ამ ლაშქრობის შესახებ ცნობებს
ვღებულობთ ვანის კლდეზე ამოკვეთილი წარწერიდან. დიაოხს, როგორც ჩანს
მოკავშირეები გამოსჩენია სამხრეთ ამიერკავკასიის ხალხების სახით. მათ შორის ლოსა
(ლაზები), ვიტერუხი (ოძრახენი), ქათარზა (კლარჯნი) და სხვ. (ბრძოლების ვრცელი
აღწერილობა შემონახულია ვანში სურბ საჰაკის ეკლესიის სტელაზე- ნ. ზ.) აღწერილია
დიაოხის სამეფო ქალაქ ზუას დალაშქვრა.
დიაოხის მეფე უტუფურსმა იკისრა ხარკი 41 მინა სუფთა ოქრო, 37 მინა ვერცხლი 10 000
მინა სპილენძი. (მინა ურარტული საზომი ერთეულია, უდრის 505 გრამს), 1000 ცხენი, 300
მსხვილფეხა პირუტყვი. ეს იყო ყოველწლიური ხარკი. თუმცა შემდგომ წლებში
მცირდებოდა. ხარკის ეს რაოდენობა გვიდასტურებს დიაოხის ქვეყნის ეკონომიკურ
სიძლიერეს. იგი არგიშთი პირველის დროსაც ძლიერი ქვეყანა იყო. აქ განვითარებულია
მესაქონლეობა, მეტალურგია. არგიშთი პირველის მიზანს შეადგენდა დიაოხის ურატუს
რიგით პროვინციად გადაქცევა. არგიშთი I-მა ვერ შეძლო მისი მთლიანი დამორჩილება.
მისი მეფობის მე-19 წელს უტუფურსი. კვლავ აჯანყდა (ძვ. წ. 768 წელი) თავის წარწერაში
არგიშთი ამბობს: "შევევედრე მე ღვთაება ხალდის, მეუფეს, ღვთაება თეიშებას, ღვთაება
შივინის, ბიაინილის ქვეყნის ყველა ღმერთს იმის შესახებ რაც სურდა მომემოქმედა მეუფის
სიდიადოთ..."
აქ წყდება ურარტული წარწერები დიაოხის შესახებ.
ურარტელთა ლაშქრობებმა დიდად დაასუსტეს დიაოხი. მას წაართვეს ურარტუელებმა
სამხრეთი რაიონები, სადაც შექმნეს მუდმივი თავდასხმის პუნქტები. დიაოხი მძიმედ
დაიხარკა, მაგრამ ურარტუმ ვერ შეძლო მთლიანად დაეპყრო დიაოხი. უკანასკნელი
გამანადგურებელი ლახვარი დასუსტებულ დიაოხს მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა
კოლხამ ჩასცა.
შემდგომში დიაოხის შესახებ ცნობები ძველებერძნული წყაროებიდან მოგვეპოვება. ამ
მხრივ აღსანიშნავია ძველი ბერძნული ავტორი ქსენოფონტე, რომელმაც ამ ტერიტორიაზე
ძვ. წ.ა. 401 წელს გაიარა. მას მოხსენიებული ყავს ტაოხების მეომარი ტომი. მეცნიერები
მიიჩნევენ, რომ ტაოხი დიაოხის იდენტურია. მას აღწერილი აქვს ბერძნებთან ამ ხალხის
შეტაკების შემთხვევა. ტაოხები გამაგრებულ მიუვალ ადგილებს აფარებდნენ თავს, სადაც
უცხო მტერთა შემოსევის ჟამს სურსათ-საქონლით დედაწულიანად იხიზნებოდნენ. ერთ-
ერთი ასეთი გამაგრებული ადგილის აღება ბერძნებს დიდი მსხვერპლი დაუჯდათ,
როდესაც ბერძნები შეიჭრნენ სიმაგრის შიგნით, იხსენებს ქსენოფონტე, საშინელი სურათი
გადაეშალათ. ქალები კლდეში ისროდნენ თავიანთ ბავშვებს და შემდეგ თვითონაც
ცვივდებოდნენ უფსკრულში. მათ მიყვებოდნენ მამაკაცებიც. ერთ-ერთმა ბერძენმა
დოხაგოსმა (ქვედანაყოფის უფროსი) ენეოს სტიმფალიელმა სტაცა ხელი გაქცეულ ტაოხ
ქალს, მაგრამ თავგანწინულმა ისიც თან გადაიყოლა. ასეთი თავგანწირვა ტაოხელებს
თავისუფლებისათვის მრავალსაუკუნოვანმა ბრძოლებმა გამოუმუშავა. ისინი ხომ დროთა
განმავლობაში ებრძოდნენ სისასტიკით განთქმულ ასურელებსა და ურარტუელებს. მათ
კარგად იცოდნენ ტყვეობისა და მონობის მძიმე ხვედრი, ამიტომაც სიკვდილს არჩევდნენ
მონობის მძიმე ხვედრს.
ცნობილია რომ მენუამ მოსთხოვა უტეფურსს დაებრუნებინა დიაოხში გამოქცეული
ტყვეები. ჩანს ტყვეობასა და მონობას არც მაშინ ურიგდებოდა ეს მამაცი ხალხი.
ზუსტად ვერ ვიმსჯელებთ რა სახის გაერთიანება იყო დიაოხი. სავარაუდოა აქ
სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარკვეული პირობები არსებობდა. ურატული წყაროების
მიხედვით დიაოხში არსებობდა ციხე-სიმაგრეები და მცირე თავდაცვითი ნაგებობანი. ციხე-
სიმაგრეები ციკლოპური წესით აგებული (დიდი ლოდების მშრალად დაწყობით)
გალავანშემოვლებული თავდაცვითი ნაგებობები უნდა ყოფილიყო. სავარაუდოა, რომ
დიაოხში ექნებოდა არა მარტო ამგვარი ნაგებობანი, არამედ ნამდვილი ციხე ქალაქებიც,
საკმაოდ რთული თავდაცვითი სისტემებით.
გარდა დიპოხისა ამიერკავკასიის სამხრეთ რეგიონში განსახლებული იყო სხვა ძველ
ქართული ტომები: ქათარზა (კლარჯნი), მისგან უნდა მომდინარეობდეს გოდერძის
გადასასვლელი სამცხიდან აჭარაში (კლავდიოს პტოლემაიოსი). ზაბახა (ჯავახი),
ურარტული ზ ქართული ჯ-ს ტრანსპორმაციაა. ვიტერუხი (ობრახენი) უძრხე უძველესი
ქალაქი დღევანდელ აბასთუმანთან. იგანიეხის ტომი -პენიოხები, ლოსა -ლაზები.
ურარტული წყაროები ქათარზასა და ვიტერუხის ერთად იხსენიებს. ისინი მეზობლები
უნდა ყოფილიყვნენ. ვიტერუხი მდებარეობდა დღევანდელ ლენინაკანის მიდამოებში,
ვრცელდებოდა ოძრხემდე (სამცხემდე), ქათარზა თუ იგი კლარჯეთია ოძრხეს
დასავლეთით მოისაზრება. ასევე დასავლეთით უნდა ვივარაუდოთ ლუსას (ლაზთა) ტომი.
ზაბახა (ჯავახეთი) ჩილდირის ტბის დასავლეთით თავსდება. გამორიცხული არ არის, რომ
იგი დღევანდელ ახალქალაქამდე ვრცელდებოდა. იგანიეხი, ჰენიოხები -ზაბახას
აღმოსავლეთით ჩილდირის ტბის სამხრეთ სანაპიროს რაიონებში მდებარეობდა. ეს ტომები
IX ს. ურარტულ წარწერებშია მოხსენიებული. ისინი (ქათარზა, ლოსა, ვიტერუხი) კავშირს
კრავდნენ ურურტუელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ შემაკავშირებელ,
წინამძღოლად დიაოხი გვევლინება. ეს ბრძოლები გაგრძელდა არგიშთი I მემკვიდრე
სარდურ II (764-735) დროსაც. სარდურ II თავის წარწერებში იხსენებს იგანიეხის
გაძლიერებულ ტომს, მის გარდა იგი შებრძოლებია ვიტერუხის ტომსაც. სარდურ II არაფერს
ამბობს დიაოხის შესახებ სარდურ II დროს უკვე ჩნდება ცნობები კოლხას შესახებ.
ურარტუსა და კოლხას საერთო საზღვარი არ გააჩნდათ, მათ შორის იყო დიაოხისა და სხვა
წვრილი გაერთიანებების მიწაწყალი. კოლხა არ ჩანს დიაოხის დამხმარე ძალებთან
არგოშთი პირველთან ბრძოლებისას. ეს კი იმას მიგვანიშნებს, რომ კოლხა თვით
ემზადებოდა დიაოხის დასალაშქრად. სამხრეთ ამიერკავკასიის ბევრ მცირე ტომს, ნაირის
ქვეყნებს დიაოხთან აერთიანებდა არა მარტო ურარტუს წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ
კოლხასთანაც ბრძოლის აუცილებლობაც.
ZiriTadi literatura:
1. saqarTvelos istoriis narkvevebi, t. I, Tb., 1970;
2. saqarTvelos istoria t. I, mTavari redaqtori mariam lorTqifaniZe. I
tomis redaqtori nodar SoSiaSvili. tb. 2008;
3. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, Txz. t. I, Tb., 1979;
4. iv. javaxiSvili, s. janaSia, n. berZeniSvili, saqarTvelos istoria, Tb.,
1949;
5. o. lorTqifaniZe, Zveli qarTuli civilizaciis saTaveebTan, Tb., 2002;
damatebiTi literatura:
1. გეორგიკა: 8 ტომად, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ,
ტექსტი ქართ.თარგმ. გამოსცეს და განმარტებები დაურთვეს ალ. გამყრელიძემ და ს.
ყაუხჩიშვილმა, t. I, Tb., 1961. internetSi ganTavsebulia Semdeg misamarTze-
http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=
2. /dlibrary/lang.php%3Flang%3Dka%26isframe%3D1 s. janaSia, urartu, Sromebi, t.
II, Tb., 1952.
3. o. lorTqifaniZe, antikuri samyaro da Zveli kolxeTi, Tb., 1966;
4. g. meliqiSvili, urartu, Tb., 1951;
5. T. dundua, saqarTvelo da garesamyaro; Tb., 1999;
6. e. astaxiSvili, uZvelesi qarTuli gaerTianebebi da maTi urTierToba
Zvel asureTsa da urartusTan, `qarTuli diplomatia~, t. I, Tb., 1994;